01 აპრილი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაში ატილა ადამფი (გენერალური დირექტორი), ენიკო ნემეფ-მორა (საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორი) და მატიას ლენკსერი (შეჯიბრებების მენეჯერი) შედიან.
შეხვედრაზე მხარეებმა ზაფხულში (25 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით) თბილისში გასამართ ძალოსნობის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატის თაობაზე იმსჯელეს და აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმები დასახეს.
ქეთევან ჯოხაძემ მსგავსი მასშტაბის სპორტული ღონისძიების დედაქალაქში ჩატარება დადებითად შეაფასა და ფედერაციას საორგანიზაციო საკითხებში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლის ატილა ადამფის თქმით, ჩემპიონატის ფარგლებში თბილისში ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 180-მდე ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ. ღონისძიების წარმატებით ჩატარება კი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე საქართველოს პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
შეხვედრას თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, ამავე სამსახურის სპორტის პროგრამების განყოფილების უფროსი გენო ზურაბაშვილი, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი და ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ ბოქოლიშვილი ეწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2025