თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარემ ქეთევან ჯოხაძემ "ბარსელონა" "სევილიას"-ს შორის უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრებ ბილეთებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს მატჩზე დასასწრები ბილეთები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მოითხოვა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ბილეთების შეძენა მაჟორიტარი დეპუტატები მათივე სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის საკუთარი სახსრებით აპირებდნენ.
"საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთების ელექრონულ გაყიდვებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, საკრებულომ ფეხბურთის ფედერაციას წერილობით მიმართა, თუმცა, პასუხი მათგან დღემდე არ მიგვიღია.
რაც შეეხება საკრებულოს დეპუტატებს, მათთვის ბილეთების გარკვეული რაოდენობა მსგავს მატჩებზე მთავრობისა და სახელმწიფო უწყებებისთვის განსაზღვრული ე.წ. "კორპორატიული ბილეთებიდან გამოიყოფა", - განაცხადა ქეთევან ჯოხაძემ.