17 ივნისი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძე დიღომში „ოლიმპიური აუზის“ 2016 წლის სეზონის გახსნას დაესწრნენ.
საღამო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას „ოლიმპიური აუზის“ 2016 წლის სეზონის დაწყება მიულოცა.
აუზი, რომელიც 2015 წელს, თბილისში ჩატარებული ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში აშენდა, საერთაშორისო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს და ტურნირების ორგანიზებისა და დამსვენებელთა მიღების მიმართულებით მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს.
საცურაო კომპლექსი ორ ღია და ერთ დახურულ აუზს(ბავშვებისთვის) აერთიანებს.
კომპლექსი, რომლის ტერიტორიაზე კაფე და ღია ბარიც ფუნქციონირებს, ერთდროულად 400-მდე დამსვენებლის მომსახურების საშუალებას იძლევა.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
შალვა სუთიაშვილი დიდი დიღმის ა(ა)იპ მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 10,2025