05 დეკემბერი 2015 თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ ქეთევან ჯოხაძემ, ქალაქის მერთან დავით ნარმანიასთან და მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელთან ირაკლი გვილავასთან ერთად სტუდენტური ოლიმპიადა 2015 - “დაძლიე დამოკიდებულება” გახსნა.
პროექტის მიზანია შემეცნებით, საგანმანათლებლო და სპორტულ ღონისძიებებში ახალგაზრდობის ჩართულობით ანტინარკოტიკული პროპაგანდის წარმოება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.
ღონისძიებაზე ქეთევან ჯოხაძემ ახალგაზრდებს სტუდენტური ოლიმპიადის გახსნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„თბილისის საკრებულო მუდამ მხარს დაუჭერს პროექტებს, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესის და სპორტული მიმართულების პოპულარიზაციას ახდენს ახალგაზრდებში. ვიმედოვნებ, რომ მომავალში მსგავსი ღონისძიებების მასშტაბები მკვეთრად გაიზრდება“, - განაცხადა ქეთევან ჯოხაძემ.
ოლიმპიადაში მონაწილეობას თბილისში არსებული 20 უმაღლესი სასწავლებლის 2500 სტუდენტი მიიღებს. შეჯიბრებები სპორტის ოთხ სახეობაში მინიფეხბურთში, ქუჩის კალათბურთში, ფრენბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში 4 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება.
სტუდენტური ოლიმპიადა თბილისის მერიის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით “სამოქალაქო ინიციატივა საზოგადოების ჯანმრთელობისათვის” ორგანიზებით იმართება.
გახსნის ღონისძიებას, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საკრებულოს დეპუტატი ვლადიმერ ძნელაძე ესწრებოდა.
საკრებულოში თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს წარმომდგენლებთან შეხვედრა გაიმართა
დეკემბერი 10,2025
თბილისში მუნიციპალური ახალგაზრდული საბჭოების ეროვნული ფორუმი გაიმართა
დეკემბერი 09,2025
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025