04 ივნისი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ ქეთევან ჯოხაძემ საკრებულოში მსოფლიოში გამოჩენილ ბოდიბილდინგერებს: პაკო ბაუტისტას, კარლოს სანჩესს, ვიქტორ რეინალდოს, ალექს სანჩესს და ალექს ბარდაძეს უმასპინძლა.
დელეგაცია საქართველოს ეროვნული ბოდიბილდინგის, ფიტნესისა და ბოდიფიტნესის ფედერაციის პრეზიდენტის ზაალ რუხაძის მოწვევით საქართველოს ჩემპიონატზე დასასწრებად სპეციალურად ჩამოვიდა.
შეხვედრაზე 5 ივნისს გასამართი შეჯიბრი განიხილეს და საქართველოში სპორტის აღნიშნული სახეობის განვითარების მიზნით სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გეგმები დასახეს.
მხარეებმა შეხვედრის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს, მსგავსი მასშტაბის ღონისძიება, რომელიც საქართველოში ბოდიბილდინგის, ფიტნესისა და ბოდიფიტნესის განვითარებას, ახალგაზრდობის ჩართულობას, შშმ პირების ფიზიკური აქტივობების უზრუნველყოფასა და სპორტის სამყაროში მათ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს, საქართველოში პირველად იმართება.
შეხვედრას მერიის სპორტის მიმართულების ხელმძღვანელი გეგა ზურაბაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და საკრებულოს აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
შალვა სუთიაშვილი დიდი დიღმის ა(ა)იპ მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 10,2025