11 დეკემბერი 2014
საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივითა და ფრისბის ფედერაციის ორგანიზებით თბილისში მფრინავი დისკის მატჩი მოეწყო.
შეჯიბრი ორ უბანს შორის გაიმართა და მასში სამგორისა და ვაზისუბნის ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა.
როგორც საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ ქეთევან ჯოხაძემ აღნიშნა, სპორტის ეს მიმდინარეობა ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსად საქართველოშიც გახდება პოპულარული. ,,დარწმუნებული ვარ სპორტის ამ სახეობას ძალიან მალე გამოუჩნდებაგულშემატკივარი. ფრისბი ერთერთი უსაფრთხო სპორტია და ვფიქრობ სკოლებში ძალიან დიდი ინტერსესს გამოიწვევს. ჩვენი მიზანია ახალგაზრდების პრიორიტეტად ვაქციოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი და ხელი შევუწყოთ ყველა სპორტის განვითარებას“, - განაცხადა ქეთევან ჯოხაძემ.
ფრისბის ფედერაცია საქართველოში 4 წლის წინ ჩამოყალიბდა და როგორც მისი პრეზიდენტი ალექსი ედიშერაშვილი აცხადებს, აღნიშნული სპორტის მიმდინარეობით უკვე დაინტერესდა რამდენიმე სკოლა, სამომავლოდ კი დაგეგმილია ფრისბის საქართველოს მასშტაბით განვითარება.
შალვა სუთიაშვილმა საკრებულოს წევრებთან ერთად არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ქართველი სპორტსმენები დააჯილდოვა
იანვარი 30,2026
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე ბიუჯეტის ცვლილებების საკითხი განიხილეს
იანვარი 30,2026
თბილისის საკრებულოს პროექტი „თბილისის სასკოლო ლიგა“ 2025 წლის საუკეთესო პროექტად დასახელდა
იანვარი 23,2026