16 ივნისი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრები გუნდის მიღება გაიმართა.
შეხვედრა, რომელიც რუსეთის ქალაქ ყაზანში ეროვნული ნაკრების მიერ ევროპის ჩემპიონის ტიტულის მერვედ მოპოვებას მიეძღვნა, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გახსნა.
ქეთევან ჯოხაძემ ძიუდოისტებს ქართულ სპორტში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალში კიდევ არაერთი წარმატება უსურვა.
სპორტსმენებს სიტყვით საკრებულოს თავმჯდომარემ მიმართა. როგორც გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ქართული სპორტის განვითარებაა. მისივე თქმით, ამ მიზნით თბილისში არაერთი სპორტული კომპლექსი უკვე გაიხსნა და კიდევ რამდენიმე ახლი კომპლექსის მშენებლობაა დაგეგმილი.
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ეროვნული ნაკრების სახელით თბილისის საკრებულოს თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა და ფედერაციასა და თბილისის მუნიციპალიტეტს შორის კვლავაც ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
შეხვედრის დასასრულს, ქართველ ძიუდოისტებს ძიუდოს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატში მიღწეულ წარმატებასთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს სახელით მადლობის სიგელები გადაეცათ.
შეხვედრას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე და საკრებულოს წევრი დავით უთმელიძე ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2025