15 ივნისი 2017 თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც კომისიის წევრები ქალთა საფეხბურთო გუნდს „თბილისის თბილისი“ შეხვდნენ.
სპორტსმენების მიღება თბილისის საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში გაიმართა.
ქალ ფეხბურთელებს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე მიესალმა, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ მხარდაჭერილი სპორტული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, წარმატებები უსურვა და საჩუქრად
საქართველოში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთები გადასცა.
შეხვედრის დასასრულს, ქალ ფეხბურთელებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერებინეს, რის შემდეგაც სპორტსმენებმა საკრებულოს პროექტში „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ მიიღეს მონაწილეობა.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2025