07 სექტემბერი 2021
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრებს საკითხები თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ, მარიამ კვერნაძემ წარუდგინეს.
სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწების გაცვლის ფორმით პრივატიზების საკითხის შეთანხმების თაობაზე იმსჯელეს. აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტა სპორტული ინფრასტრუქტურის შენარჩუნებას და მის განვითარებას შეუწყობს ხელს.
გარდა აღნიშნული საკითხისა, კომისიის წევრებმა მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ 2021 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაციაც მოისმინეს.
საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიამ მიმდინარე საკითხს საკრებულოს სხდომაზე გასატანად მხარი დაუჭირა.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
შალვა სუთიაშვილი დიდი დიღმის ა(ა)იპ მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 10,2025