12 თებერვალი 2019
საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების შესახებ წესი განიხილეს.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის შესაბამისად, წესში შეტანილია ტექნიკური ხასიათის ცვლილებები, თუმცა, როგორც კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ აღნიშნა, არსებითია ის, რომ ბიუჯეტის ხარჯვა კიდევ უფრო გამჭვირვალე გახდება.
,,იმ ორგანიზაციებს, რომლებიც მერიისგან დაფინანსებას იღებენ, ბიუჯეტის ხარჯვაზე მოხსენების წარმოდგენა დაევალებათ. ვფიქრობ, ახალი წესის დამტკიცება, ნებისმიერი ორგანიზაციის ინტერესების გათვალისწინებასთან ერთად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ეფექტურად ხარჯვის საშუალებას იძლევა“ - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე საკითხს მხარი დაუჭირეს.