07 დეკემბერი 2018
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე საკრებულოს 2018 წლის 6 მარტის N15-47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.
სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე უძღვებოდა, დაფინანსების წესი განისაზღვრა, რომლის თანახმადაც, ოლიმპიური და არაოლიმპიური სახეობების სპორტსმენებისთვის პრემია გაიცემა.
როგორც გიორგი ჩაკვეტაძემ აღნიშნა, თბილისის სახელით მოასპარეზე სპორტსმენების დაფინანსება პირველად მოხდება.
,,პრემიის გაცემა მათი წარმატების გათვალისწინებით მოხდება. განსაზღვრულია კონკრეტული ოდენობის თანხა, რომელიც გამარჯვებულ სპორტსმენს გადაეცემა. წლის დასაწყისში, აღნიშნული მიმართულებით თანხები ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო, თუმცა წესი საჭიროებდა ცვლილებას.
მგონია, რომ ახალი ინიციატივით, დედაქალაქის სახელით კიდევ უფრო მეტი სპორტსმენი იასპარეზებს. ეს ნამდვილად დიდი მიღწევაა“- აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.
კომისიის წევრებმა საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარი დაუჭირა.
შეხვედრას კომისიის წევრებთან ერთად დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა ესწრებოდა.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიაში სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025