თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე უძღვებოდა.
სხდომაზე დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს, გაიოზ თალაკვაძეს, მოუსმინეს, რომელმაც კომისიის წევრებს 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები გააცნო.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ აღნიშნა, დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი 1 700,912.4 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში გაზრდილია 68,779.8 ათასი ლარით.
დღესვე სხდომაზე გაიოზ თალაკვაძემ იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელთა დაფინანსებაც ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტითაა გათვალისწინებული.
რაც შეეხება სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებას, გაიოზ თალაკვაძის თქმით, მისი დაფინანსება 16 916,7 ათასი ლარითაა განსაზღვრული.
სხდომის დასასრულს, კომისიის წევრებმა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და რეკომენდაციები წარმოადგინეს.