დღეს თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე უძღვებოდა.
სხდომაზე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში" შესატანი ცვლილებები განიხილეს. საკითხი კომისიის წევრებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან მიქავამ, გააცნო. მისი ინფორმაციით, თანხა სპორტული დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, მშენებლობასა და ახალგაზრდული ცენტრების ხელშეწყობას მოხმარდება.
დღევანდელ სხდომაზე განხილულ იქნა აგრეთვე მიწის გადაცემის საკითხი,სადაც რაგბის კავშირი მოაწყობს მაშტაბურ სარაგბო კომპლექსს, რომელიც 2000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. სარაგბო ბაზა ქალაქ თბილისში, ვარკეთილის მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარეობს.
სხდომაზე კომისიის წევრებმა ასევე განიხილეს , თბილისში, ვარკეთილის 3 ნომერში მდებარე საფეხბურთო მოედნის პირგასამტეხლოს გათავისუფლების საკითხი. კომისიის წევრებს საკითხი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი თავართქილაძემ გააცნო.
სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.