თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის
თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე უძღვებოდა.
სხდომაზე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ“ დედაქალაქის საკრებულოს დადგენილების პროექტში შესატანი ცვლილებები განხილეს, რომელიც კომისიის წევრებს თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ გააცნო.
როგორც სხდომაზე თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო
სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ აღნიშნა, დადგენილების პროექტით, სპორტისა და ახალგაზრდობის
მიმართულებით იზრდება რიგი პროგრამების ბიუჯეტი.
თანხები მოხმარდება სპორტულ ღონისძიებებს, წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოებას და დაქვემდებარებული არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების ხელშეწყობას, კერძოდ ახალი ა(ა)იპ ,,მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის“ ფუნქციონირებას. ასევე, „გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრი“-ს სტრუქტურული ერთეულის გლდანის აუზის რეაბილიტაციას.
ზრდა არის ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის მიმართულებითაც.
კომისიის წევრებმა სხდომაზე განხილულ საკითხს მხარი დაუჭირეს.