07 ოქტომბერი 2022
თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ თბილისის 2022 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები წარადგინა.
ლევან მიქავას თქმით, მიმდინარე წლის ბიუჯეტის მოცულობა 104 845,6 ათასი ლარით იზრდება და 1 559 866,6 ათას ლარს შეადგენს.
სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით დადგენილების პროექტით განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ისაუბრა.
როგორც ირაკლი გვილავამ აღნიშნა, იზრდება სპორტული ღონისძიებების ქვეპროგრამის ასიგნება, რომელიც სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებს მოხმარდება.
აგრეთვე, იზრდება ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა, რითაც ახალგაზრდების თვითრეალიზების ხელშეწყობა და მასობრივი ახალგაზრდული ღონისძიებები დაფინანსდება.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
შალვა სუთიაშვილი დიდი დიღმის ა(ა)იპ მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 10,2025