19 ნოემბერი 2020
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი განიხილეს.
2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მთლიანი მოცულობა 840 302,5 ათასი ლარით განისაზღვრა, რომლის ფარგლებშიც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხების მიმართულებით 38 814,5 ათასი ლარი გამოიყოფა.
კომისიის წევრებს აღნიშნული საკითხი მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ და მისმა მოადგილემ ლევან მიქავამ, ასევე მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ წარუდგინეს.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის მიუხედავად ყველა ძირითადი პროექტის შენარჩუნება მოხერხდა.
,,მერიისა და საკრებულოს მიერ გაცხადებული პრიორიტეტია, რომ ყველა რაიონში სპორტული ცენტრი გაჩნდეს და ამ კუთხით ჩვენს მიერ შემუშავებულ დასკვნაში შესაბამის რეკომენდაციებს წარვადგენთ. გვჯერა, რომ იმ ფონზე, რაც ვირუსმა ქვეყანაში შექმნა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებით განვითარება შეუქცევადი იქნება“,- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
მისი თქმით, ყველა რეკომენდაცია, რომელიც საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დასკვნაში აისახება, თბილისის მერიას დაუბრუნდება და 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე პროექტს ერთობლივად განიხილავენ.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
შალვა სუთიაშვილი დიდი დიღმის ა(ა)იპ მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 10,2025