თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით წარმოდგენილი ორი საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრებს დედაქალაქის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ვლადიმერ ჭიღლაძემ თბილისის მერის მოადგილისა და ასევე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის პირველადი სტრუქტურის ხელმძღვანელის თანამდებობებზე კახაბერ გულედანისა და ლევან ნაროუშვილის კანდიდატურები წარმოუდგინა.
კომისიის ხელმძღვანელმა გიორგი ჩაკვეტაძემ კახაბერ გულედანსა და ლევან ნაროუშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და ურთიერთთანამშრომლობის იმედი გამოთქვა.