01 მარტი 2018 თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე, მერიის კულტურის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების ერთი წესით განხორციელების შესახებ იმსჯელეს.
საკითხი კომისიის წევრებს, მერიის კულტურის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ წარუდგინა.
მისი ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება ორი სამსახურის გაერთიანებამ გამოიწვია. გვილავამ ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული ცვლილებით, ფუნქციური თვალსაზრისით არაფერი იცვლება და ყველა მნიშვნელოვანი პროგრამა და ქვეპროგრამა, რომელიც ბიუჯეტშია გაწერილი გაგრძელდება.
გარდა აღნიშნული თემისა კომისიის სხდომაზე, ასევე მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს და კომისიაში შესული განცხადებები განიხილეს.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიაში სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025