თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოისმინეს.
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა კომისიის წევრებს საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და სხადასხვა პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრა.
როგორც ირაკლი გვილავამ აღნიშნა, გასულ წელს თბილისის 19 სპორტული ფედერაცია დაფინანსდა , ხოლო სპორტული ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო სპორტის სხვადასხვა სახეობაში თბილისის პირველობები და ჩემპიონატები, სასწავლო-საწვრთნო შეკრებები.
მისივე ინფორმაციით, სულ დაფინანსდა 53 სპორტული ღონისძიება, ასევე 2020 წელს მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე მიღწეული წარმატებისთვის 2 სპორტსმენი დაჯილდოვდა.
ქვეყანაში ე.წ. კორონოვირუსის გავრცელების გამო 53 სპორტული ღონისძიებიდამ 10 გაუქმდა.
ირაკლი გვილავამ საანგარიშო პერიოდში ქვეპროგრამების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებებისა და სპორტული მოედნების მშენებლობა-რეკონსტრუქციის, მათ შორის, მულტიფუნქციური სპორტული ცენტრების: ვარკეთილი-დიდი დიღმის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამასთანავე, სპორტული დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა დეპუტატებს ქვეპროგრამების სახელწოდებით: წარმატებული სპორტსმენი ბავშვების წახალისება, ახალგაზდული ღონისძიებების ხელშეწყობა და ასევე პარასპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
დასასრულს, ირაკლი გვილავამ 2020 წელს ქვეპროგრამის ფარგლებში ჩატარებულ საქმიანობაზე, ასევე დასახულ და შუალედურ შედეგებზე ისაუბრა.
კომისიის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასეს და ცნობად მიიღეს.