10 აგვისტო 2018
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიამ, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე უძღვებოდა.
სხდომაზე დეპუტატებმა კომპანიასთან ,,სითი ინსტიტუტი“ ერთად სპორტული სივრცეების, საკანონმდებლო ჩარჩოს, შესაბამისი ინფრასტრუქტურის ინვენტარიზაციასა და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით იმსჯელეს.
როგორც გიორგი ჩაკვეტაძემ აღნიშნა, კომისიის წევრებმა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სპეციფიკიდან გამომდინარე, გენგეგმაში გასათვალისწინებელი ყველა მნიშვნელოვანი საკითხი წინასწარ განიხილეს.
,,ის სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელსაც შესაბამისი ზონის სტატუსი უნდა ედოს, მომავალში შესაძლო გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, წინასწარ გამოვყავით’’,- აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, დოკუმენტში კარგად არის დაფიქსირებული ის სამოქმედო გეგმები, რომელიც 2020 წლიდან სოციალური ინფრასტრუქტურის, მათ შორის, სპორტის ინფრასტრუქტურის ნაწილში ქალაქში ამოქმედდება.
მიგვაჩნია, რომ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში სპორტის მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია შეტანილი, რაც ქალაქში სპორტის განვითარებისა და ყველა იმ საჭიროების უზრუნველსაყოფად, რომელიც ზოგადად გენგეგმის მსგავს დოკუმენტში შეიძლება არსებობდეს, წინგადადგმული ნაბიჯია “,- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
შეხვედრას საკრებულოს წევრებთან ერთად, კომპანია ,,სითი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი მერაბ ბოლქვაძე, თბილისის მერიის ურბანული განვითარების და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
შალვა სუთიაშვილი დიდი დიღმის ა(ა)იპ მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 10,2025