30 აპრილი 2018
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელიც კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე უძღვებოდა.
დეპუტატებმა სხდომაზე თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის 2018 წლის I კვარტლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს, რომელიც კომისიის წევრებს საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ზაზა ცინაძემ წარუდგინა.
მერიის წარმომადგენელმა საბიუჯეტო პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე, ასევე სამსახურის საქმიანობის ძირითად პრიორიტეტებზე, მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებებისა და სხვადასხვა სპორტული პროგრამების მატერიალური მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა.
ანგარიშის წარდგენისას ზაზა ცინაძემ განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროს განვითარების მიზნით, ერთობლივი პროგრამების დაგეგმვისა და ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ სხდომა კითხვა – პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
საკრებულოს წევრებმა დღესვე ამავე სამსახურის სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს და პრიორიტეტები დასახეს.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიაში სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025