დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებს მოუსმინეს, რომლებმაც კომისიის წევრებს ფესტივალის პოპულარიზაციისა და სარეკლამო ნაწილი წარუდგინეს.
კერძოდ, საკალათბურთო სკოლების, საჩოგბურთო კომპლექსის, ტანვარჯიშის დარბაზის და ოლიმპიადის ფარგლებში სხვა სპორტული შენობა–ნაგებობების კაპიტალური შეკეთება–რეაბილიტაციისა და ინვენტარიზაციის საკითხებზე იმსჯელეს.
კომისიის წევრების მხრიდან დასმულ შეკითხვებს თბილისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ, საორგანიზაციო კომიტეტის საფინანსო დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მორჩაძემ და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ინგფრასტრუქტურულ საკითხებში, იოსებ დარჩიამ უპასუხეს. კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაციით შეაფასეს აღნიშნული საკითხი და მას ბიუროს სხდომაზე შესათანხმებლად გაიტანენ.
სხდომაზე ასევე ინიციატივების და სამოქალაქო განვითარების აკადემიური ცენტრი’’-ს არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდობა მსოფლიოსათვის” წარმომადგენლებსაც მოუსმინეს, რომლებმაც აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურს ცენტრის (SALTO) მხარდაჭერით შემუშავებული პროგრამის -"ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე“ პრეზენტაცია წარმოადგინეს. პროექტი „ინოვაციების გზაჯვარედინზე“ სასწავლო–გაცნობით ვიზიტებს გულისხმობს ევროკავშირის ქვეყნებში.
აღნიშნული პროგრამა კი უშუალოდ პოლონეთში ერთკვირიან სასწავლო–გაცნობით ვიზიტს გულისხმობს.
პროექტის ავტორის, გიორგი ბუკიას განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ, საფუძველი ჩაეყარა საპილოტე პროგრამას, რომლის განხორციელებსაც ორგანიზაცია პარტნიორი ორგანიზაციის, ევროკომისიის ახალგაზრდული პროგრამების რესურს ცენტრი აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში „SALTO-EECA“–თან ერთად გეგმავს. (პოლონეთი)
პროექტის მიზანია ახალი პროფესიული კონტაქტების შეძენა და სამომავლოთანამშრომლობის დაგეგმვა.
სასწავლო–გაცნობითი კურსის ორგანიზატორები ორგანიზაცია „ახალგაზრდობა მსოფლიოსათვის“ და „ახალგაზრდული ინიციატივების და სამოქალაქო განვითარების აკადემიური ცენტრი-YICDAC“ არიან. პროექტის სავარაუდო დონორები სახელმწიფო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად საერთაშორისო ფონდები და ბენეფიციარები არიან.
კომისიის თავმჯდომარის, ქეთევან ჯოხაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ასეთი ორგანიზაციების ჩართულობა ისეთ საკითხებში, რომლებიც ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას გაიზიარონ ევროპული გამოცდილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურული დანაყოფების სამუშაო პრაქტიკაზე დაყრდნობით.
კომისიის წევრების მხრიდან დასმული შეკითხვები ძირითადად პროექტის იმ ნაწილს ეხებოდა, რაც მას სხვა ასეთი პროექტებისა და პროგრამებისაგან განასხვავებს.
როგორც ქეთევან ჯოხაძემ მოწვეულ სტუმრებს განუცხადა, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე და პროექტის დადებითად შეფასების შემთხვევაში მისცემს მას დადებით რეკომენდაციას.