23 იანვარი 2015
დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა ჩატარდა, რომელზეც დეპუტატებმა დედაქალაქის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამები შეითანხმეს. პროგრამები საკრებულოს წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიორგი არეშიძემ, მისმა მოადგილემ, შოთა გოგოლაძემ და ამავე სამსახურის სპორტის პროგრამირების განყოფილების უფროსმა, გიგა ზურაბაშვილმა წარუდგინეს.
სულ სხდომაზე ხუთი პროგრამა იქნა განხილული. კერძოდ, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის დაფინანსება ვაჟთა შორის მსოფლიო გრან–პრის საორგანიზაციო ხარჯების დასაფარად, ქ. თბილისის მერიის წყალბურთის კლუბი „თბილისი“–ს დაფინანსება, ძალოსნობის ფედერაციის დაფინანსება ჭაბუკთა შორის ქ. თბილისის ღია პირველობის ჩასატარებლად, მშვილდოსნობაში საქართველოს ზამთრის ჩემპიონატში ქ. თბილისის ნაკრები გუნდის მონაწილეობა, ასევე მძლეოსნობაში ქალაქის ზამთრის ღია პირველობა მოზარდებს შორის.
კომისიის წევრებმა ყველა საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს, რის შემდეგაც აღნიშნული პროგრამები დასამტკიცებლად უკვე საკრებულოს ბიუროს სხდომაზე იქნება გატანილი.
საკრებულოს წევრები საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ
დეკემბერი 12,2025
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025