19 მარტი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ წარმოდგენილი საკითხები განიხილეს,რომელიც სპორტული ღონისძიებების ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსებას გულისხმობს.
აღნიშნული პროექტები მოიცავს საქართველოს პირად პირველობაზე კანოე-კაიაკში თბილისის ნაკრები გუნდის მონაწილეობას, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დიპლომატთა თბილისის ღია საჩოგბურთო ტურნირს, ძიუდოში გრან-პრის საერთაშორისო ტურნირის ჩატარებას, ასევე სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ტურნირის ჩატარებას ფეღბურთში და თბილისის ღია პირველობას მჯდომარე ფრენბურთში.
აღნიშნულ საკითხებს კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
საკრებულოს წევრები საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ
დეკემბერი 12,2025
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025