20 თებერვალი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სპორტული ღონისძიებებისMქვეპროგრამების ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს. აღნიშნული პროექტები მოიცავს 64 უჯრიან შაშში თბილისის ტრადიციული ქალთა ღია ინტეგრირებულ ტურნირს, თბილისის ზამთრის ღია პირველობას ჭაბუკთა და გოგონათა შორის ბიატლში (ცურვა, სირბილი) და ტრიალში(ცურვა, სირბილი, სროლა) ასევე თბილისის პირველობას სინქრონულ ცურვაში.
დღევანდელ სხდომაზე განხილულ პროექტებს კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
ამავე სხდომაზე დეპუტატებმა ახალგაზრდა ხელოვანთა ასოციაციის “არტ-თაუნის” მიერ წარმოდგენილი ორი პროექტი განიხილეს.
პირველი პროექტი “თბილისი დღეს და თბილისი ხვალ “ახალგაზრდა მხატვრების მიერ მათი თანატოლებისთვის მასტერკლასების ჩატარებას გულისხმობს. როგორც “არტ-თაუნის” წარმომადგენლებმა განმარტეს, პროექტის ფარგლებში თბილისის სახელოვნებო სკოლებისა და შშმ მოზარდთა ერთობლივი სემინარები მოეწყობა, რომლებიც ინკლუზიური სწავლების მეთოდით წარიმართება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს შშმ მოზარდთა ინტეგრაციას თანატოლებში.
მეორე პროექტი კი ახალგაზრდა მხატვრების, მოქანდაკეებისა და არქიტექტორების თვალით დანახული ეკოლოგიური პრობლემების წარმოჩენას გულისხმობს. კონკურსში წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრები, რომელთა თემატიკაც თბილისში არსებული ეკოლოგიური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები იქნება.
კომისიის წევრებმა “არტ-თაუნის” მიერ წარმოდგენილი პროექტები მოიწონეს და დედაქალაქის მერიის შესაბამის სამსახურს შუამდგომლობით მიმართეს, ხელი შეუწყონ აღნიშნული პროექტის განხორციელებას.
საკრებულოს წევრები საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ
დეკემბერი 12,2025
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025