07 თებერვალი 2020
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ახალგაზრდობის სააგენტოს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ახალგაზრდული მიმართულებით დაგეგმილი პროგრამების, ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმის შესახებ ისაუბრეს.
გიორგი ჩაკვეტაძემ სხდომაზე მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სხვადასხვა უწყებასთან მჭიდრო საქმიანი კავშირი ეფექტური ურთიერთთანამშრომლობის განმსაზღვრელია.
,,დღეს სტუმრებს თბილისის საკრებულოსა და ასევე, კერძოდ, ჩვენი კომისიის მიერ შემუშავებული საინტერესო გეგმები გავაცანით. ხაზი გავუსვით ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმის მნიშვნელობასაც, რომელიც თებერვალში ბათუმში ჩატარდება. მსგავსი ტიპის შეხვედრები საშუალებას გვაძლევს, გვქონდეს მაქსიმალური ინფორმაცია სხვადასხვა უწყების გეგმების შესახებ, რაც საბოლოოდ, კოორდინირებულ და ეფექტურ მუშაობას განაპირობებს“ - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
შეხვედრას საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებთან ერთად, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ნათია ღვინაშვილი, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რევაზ ჩარკვიანი, სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე, ქრისტინა კაპანაძე და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წარმომადგენელი, ანატოლი კორეპანოვი ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
შალვა სუთიაშვილი დიდი დიღმის ა(ა)იპ მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 10,2025