25 მაისი 2017 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიამ მუხიანის სარაგბო კომპლექსში გასვლითი სხდომა ჩაატარა, რომლის ფარგლებში, კომისიის წევრებმა სარაგბო კომპლექსზე ჩატარებული სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.
მუხიანის სარაგბო კომპლექსის მშენებლობას 2016 წლის 3 ივნისს ჩაეყარა საფუძველი. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი სავარჯიშო კომპლექსი 4 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს და აქ ერთი ბუნებრივსაფარიანი, ორი ხელოვნური და ერთი ქვიშის მოედანი განთავსდა..
ამასთანავე მოეწყო სავარჯიშო დარბაზი, რომელიც სპორტული ინვენტარით, საშხაპეებითა და გასახდელით აღიჭურვება.
კომპლექსი 1000 გულშემატკივარზე გათვლილ ტრიბუნასა და 100 მანქანაზე გათვლილ საპარკინგე ზონას მოიცავს.
მიმდინარე წლის 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით საქართველო 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც, შეხვედრები რაგბის ახალ სტადიონზეც გაიმართება.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2025