07 აპრილი 2022
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ, ამავე კომისიის წევრ გივი ჩხარტიშვილთან ერთად, სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო.
საკრებულოს წევრებმა სტუდენტებსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს საერთაშორისო დღე მიულოცეს და სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამართული ტურნირების გამარჯვებულები დააჯილდოვეს.
„წელს ქართული საგანმანათლებლო ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული კერა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ჩვენი მუნიციპალიტეტი თბილისში სპორტის განვითარებისთვის ბევრ მნიშვნელოვან პროგრამას და პროექტს ახორციელებს, რადგან ახალგაზრდული და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სპორტსმენებისა და მწვრთნელების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. წელს ამ მხრივ არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე გვექნება. გისურვებთ მომავალ წარმატებებს“, - განაცხადა ღონისძიებაზე გიორგი ჩაკვეტაძემ.
სპორტის საერთაშორისო დღე ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტისა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით აღინიშნა. ღონისძიებას ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიაში სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025