17 დეკემბერი 2025 საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის 2025 წლის შემაჯამებელი ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონიალი „წისქვილის თეატრში" გაიმართა.
ღონისძიებაზე გამოავლინეს წლის საუკეთესო გუნდის, მწვრთნელის, მსოფლიოსა და ევროპის რეკორდსმენების, საუკეთესო პარაათლეტი კაცისა და ქალის ნომინაციებში გამარჯვებულები, ასევე განსაკუთრებული პრიზი გადაეცა სპორტის მედიცინის ასოციაციას.
შემაჯამებელ ღონისძიებას საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე შალვა სუთიაშვილი და საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი შალვა მაისურაძე ესწრებოდნენ. მათ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, პარასპორტსმენებს კი წარმატებები უსურვეს.
2025 წლის საუკეთესო გუნდის ტიტული პარაძიუდოს ნაკრებს გადაეცა, საუკეთესო მწვრთნელად კი პარაძიუდოს ნაკრების მწვრთნელი ლევან ქოჩიევი გამოცხადდა. მსოფლიოსა და ევროპის რეკორდებისთვის დაჯილდოვდნენ პარაძალოსანი აკაკი ჯინჭარაძე და უსინათლო პარაძალოსანი მირიან ოგნაძე. სპორტის მედიცინის განსაკუთრებული პრიზი კი ზურაბ კახაბრიშვილს მიანიჭეს. 2025 წლის საუკეთესო პარაათლეტი კაცი გიორგი ქალდანი, 2025 წლის საუკეთესო პარაათლეტი ქალი კი ნინა თიბილაშვილი გახდა.
პარაძიუდოს ნაკრების საუკეთესო მწვრთნელი ლევან ქოჩიევი პრიზით შალვა მაისურაძემ დააჯილდოვა, ხოლო სპორტის მედიცინის განსაკუთრებული პრიზი ზურაბ კახაბრიშვილს შალვა სუთიაშვილმა გადასცა.
საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე გამარჯვებულებს პრიზები ასევე გადასცეს საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ და საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა რატი იონათამიშვილი.
საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის 2025 წლის შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრები, პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრები, პარაათლეტები, მწვრთნელები, ექიმები და პარალიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.