თბილისის „ივენთ ჰოლში “ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის „წლის წიგნის“ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თავმჯდომარის მოადგილე დავით უჯმაჯურიძე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, ამავე კომისიის წევრი გიორგი მუსხელიშვილი, დავით რურუა და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი.
საკრებულოს წევრები, სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად, კალათბურთის ფედერაციის მიერ გასული 4 წლის მანძილზე ორგანიზებულ საკალათბურთო ღონისძიებებს გაეცნენ.