05 იანვარი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ ქეთევან ჯოხაძემ, დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საფეხბურთო სკოლა „ოლიმპის“ მოედნის დემონტაჟთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა გამართეს.
მხარეებმა სტადიონის ირგვლივ შექმნილი ვითარება განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ პირველ რიგში უნდა მოხდეს დროებითი სტადიონის მოძიება და შეთავაზება სპორტული სკოლისთვის, რათა ბავშვებმა ვარჯიშის სრულყოფილად გაგრძელება შეძლონ. პარალელურად კი გაიმართოს მოლაპარაკებები ინვესტორ კომპანიასთან, რაც მათთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზებას გულისხმობს.
როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, დედაქალაქში არსებული სტადიონების გასხვისების საკითხს კანონი არ არეგულირებს და იმისათვის, რომ სპორტული ობიექტები სამომავლოდ მეტად იყოს დაცული, აუცილებელია დაიხვეწოს საკანონმდებლო ბაზა.
შეხედრაზე გამოითქვა ინიციატივა, თბილისის საკრებულოს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს წინადადებებს, რაც სამომავლოდ სრულად აღმოფხვრის აღნიშნულ პრობლემებს.
მხარეებმა დღესვე წლების წინ გაყიდული სხვა სპორტული მოედნების საკითხიც განიხილეს.
საკრებულოში თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს წარმომდგენლებთან შეხვედრა გაიმართა
დეკემბერი 10,2025
თბილისში მუნიციპალური ახალგაზრდული საბჭოების ეროვნული ფორუმი გაიმართა
დეკემბერი 09,2025
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025