15 დეკემბერი 2022
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, დღეს ,,თაგ რაგბის სასკოლო ლიგის’’ ფინალი და დაჯილდოება გაიმართა.
ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ხელმძღვანელი გიორგი ჩაკვეტაძე, საკრებულოს წევრები -ვლადიმერ ბოჟაძე და გურამ ოქროპირიძე, ასევე დედაქალაქის მერიის, საქართველოს რაგბის კავშირის, კომპანია „პსპ’’ წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
როგორც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ აღნიშნა, თაგ რაგბის სასკოლო ტურნირი წელს, სატესტო რეჟიმში, პირველად იმართება და მასში თბილისის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ.
,,ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სასკოლო ლიგა თბილისის გარდა სხვა რეგიონებშიც ტარდება. აღნიშნული პროექტის მიზანი მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
პროექტმა წელს გაცილებით მასშტაბური სახე მიიღო, ხოლო 2022-2023 სასწავლო წელს სასკოლო ლიგა თბილისსა და რეგიონებში სპორტის 10 სახეობაში გაიმართება და მასში 350-მდე სკოლის 5000-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას’’,-განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
ღონისძიება დედაქალაქის მერიის, საქართველოს რაგბის კავშირის და კომპანია „პსპ’’ მხარდაჭერით, ასევე ა(ა)იპ „სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციის’’ ორგანიზებით ჩატარდა.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
შალვა სუთიაშვილი დიდი დიღმის ა(ა)იპ მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 10,2025