თბილისის საკრებულოს სამი კომისიის - ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ დავით უთმელიძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები წარადგინა.
კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის წლიური შესრულების ანგარიში მოისმინეს, რომელიც საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. ბიუჯეტის მთლიანი შემოსავლები შესრულდა 103,1 %-ით - 930 მლნ 239,6 ათასი ლარით, ხოლო გადასახდელები შესრულდა 96,3%-ით -1მლნ 080 555,4 ათასი ლარით.
დღევანდელ სხდომაზე ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებმა 2021 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების საკითხი განიხილეს. კვარტალური გადანაწილების შესახებ კომისიის წევრებს ინფორმაცია საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ გააცნო.
აღნიშნული საკითხების გარდა, სსიპ ქონების მართვის სააგენტომ თბილისის რამდენიმე რაიონში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხები წარადგინა.
კომისიების წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს.