2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესში შესატან ცვლილებებზე, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელეს.
ახალი რეგულაცია იმ იურიდიულ პირებსა და ე.წ ამხანაგობებზე გავრცელდება, რომლების წლების განმავლობაში კომპენსაციას ითხოვდნენ, თუმცა მოქმედი ნორმის გამო ვერ იღებდნენ. ცვლილებების თანახმად, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ექვს ოჯახს, რომელთა სახლები არ დანგრეულა, თუმცა დაზიანდა, ზარალი სულადობის მიხედვით აუნაზღაურდებათ.
დღესვე კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე, ნუცუბიძის ფერდობზე, წყალსადენის მიმდებარედ, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებისთვის საცხოვრებელი სახლების აშენების საკითხი განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზეც იმსჯელეს.