09 აგვისტო 2019 თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, საზაფხულო ლაშქრობები დაიწყო. მეორე სალაშქრო ტური ნაფეტვრები-ნახშირგორა-ნათლისმცემლის მთა-წოდორეთის 15-კილომეტრიან მარშრუტს მოიცავდა.
სალაშქრო ტურში 40 ახალგაზრდასთან ერთად, თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და საქალაქო სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ტურის ფარგლებში, თბილისის გარშემო შესწავლილი სალაშქრო მარშრუტები და უსაფრთხო ლაშქრობების მოწყობის საკითხები განიხილება. პროექტი გასართობ-შემეცნებით ნაწილსაც მოიცავდა და მასში 18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ მონაწილეობა.
,,მისასალმებელია, რომ მერიამ კიდევ ერთი საინტერესო პროექტი დაიწყო. დღეს, მონაწილეობა მივიღეთ ერთ-ერთი სალაშქრო ტურში. პროექტის მიზანი, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა და თბილისის სალაშქრო პოტენციალის პოპულარიზაციაა. კომისია მსგავს პროექტებს მაქსიმალურად უჭერს მხარს.’’ - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
შალვა სუთიაშვილი დიდი დიღმის ა(ა)იპ მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 10,2025