თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, კამპანიის ,,წარმატებული სპორტსმენები საკრებულოში“ ფარგლებში 2023 წელს წარმატებული პარასპორტსმენების, მათი მწვრთნელების და პარაოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლების მიღება გაიმართა.
შეხვედრაზე საერთაშორისო ასპარეზზე მაღალი მიღწევების მქონე პარამოფარიკავეებს, პარაძიუდოისტებს, პარაწოლჭიმის და პარატაეკვანდოს მედალოსან პარასპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ, საკრებულოს სხვა წევრებმა უმასპინძლეს.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით გურამ ოქროპირიძემ მიმართა და აღნიშნა, რომ წელს განსაკუთრებით წარმატებული წელი იყო პარასპორტსმენებისთვის, რომლებმაც სხვადასხვა ასპარეზობაში 50 -ზე მეტი მედალი მოიპოვეს.
„მოხარული ვარ, რომ დღეს პარასპორტსმენებს ვმასპინძლობთ, რომლებმაც საერთაშორისო ასპარეზზე მაღალი მიღწევები აჩვენეს და მედლები მოიპოვეს. სპორტსმენები ასპარეზობას კვლავაც წარმატებით აგრძელებენ და მინდა აღვნიშნო, რომ თბილისის საკრებულო და მერია კვლავაც გააგრძელებს ჩვენი სპორტსმენების მხარდაჭერას“, - განაცხადა გურამ ოქროპირიძემ.
2023 წელს მსოფლიოს, და ევროპის ჩემპიონატებზე, ასევე მსოფლიო თასებზე და სხვა მაღალი რანგის ტურნირებზე ქართველმა პარასპორტსმენებმა 50-ზე მეტი მედალი მოიპოვეს მათ შორის:
პარაძიუდოში გიორგი ქალდანი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული, ინა ქალდანი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი, ზურაბი ზურაბიანი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი, ნუკრი მიღრიჯანაშვილი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი, რამაზი ჩიკოიძე მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული, ლაშა ყიზილაშვილი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი, მწვრთნელი ბესიკ რაჯებაშვილი, მთავარი მწვრთნელი ლევან ქოჩიევი.
პარაფარიკაობაში ირმა ხეცურიანი მსოფლიო თასის გამარჯვებული, ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი, ნინო თიბილაშვილი პარაფარიკაობა მსოფლიო თასი გამარჯვებული და პრიზიორი, გვანცა ზადიშვილი მსოფლიო თასის პრიზიორი, მთავარი მწვრთნელი მალხაზ მესხი.
პარატაეკვონდოში გიორგი ხიზანიშვილი ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი, გოგა ხახალაშვილი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი, ლია ჩაჩიბაია ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი, გიორგი ნიკოლაძე ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი, ანა ჯაფარიძე ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი, დავით მაქაძე ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი, გელა ზარქუა ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი, ანდრეი სლეპცოვი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული, მთარავი მწვრთნელი შოთა გოჩიაშვილი.
პარაწოლჭიმში აკაკი ჯინჭარაძე მსოფლიო თასის გამარჯვებული ორ კატეგორიაში, მირიანი ოგნაძე მსოფლიოს ჩემპიონი, მაკა კვინჩია მსოფლიო თასის პრიზიორი და ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი, მთავარი მწვრთნელი ზურა ციხიშვილი.
ღონისძიების დასასრულს სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს მაღალი მიღწევებისთვის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.