თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა სხვადასხვა სპორტული ღონისძიებებისა და პროგრამების დაფინანსების შესახებ იმსჯელეს. საკრებულოს წევრებმა ინდივიდუალურად განიხილეს თითოეული საკითხი და ერთხმად დაუჭირეს მხარი ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით ჭიდაობისა და კარატის ფედერაციების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს.
კომისიის დასკვნით, ასევე დაფინანსდება ძალოსანთა ფედერაცია, რომელიც საქართველოს თასისა და კახი კახიშვილის სახელობის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
კარატეს ფედერაციის მსგავსად მიწის გადასახადის დასაფარად ფინანსური დახმარების თხოვნით საკრებულოს თბილისის მერიის მიხეილ კეკელიძის სახელობის კალათბურთის ოლიმპიური მზადების სპორტულმა ცენტრმაც მიმართა, რაზეც დეპუტატებმა დადებითი დასკვნა გამოიტანეს.
დღევანდელ სხდომაზე სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში განსაკუთრებული წვლილის მქონე პიროვნებების დაჯილდოვების საკითხებზე, არსებული საკალათბურთო გუნდებისა და საწყლოსნო ფედერაციის, ასევე ”საქართველოს ახალგაზრდული საინფორმაციო ცენტრის” დაფინანსებაზე იმსჯელეს.
დღესვე დამტკიცდა პროექტი, რომელიც უნივერსიტეტებში სტუდენტური დებატების ორგანიზებას ეძღვნება.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისის სხდომაზე განხილულ საკითხებს დეპუტატები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.