თბილისისი მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს, რომელიც გულისხმობს ა(ა)იპ "თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების კომპლექსური სპორტული ცენტრის“ და ა(ა)იპ „თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის“ შერწყმას, რის შედეგადაც შეიქმნება თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ინტეგრირებული სპორტული ცენტრი“.
თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ა(ა)იპ „ინტეგრირებული სპორტული ცენტრის“ ძირითადი მიზანი იქნება - ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარება, სპორტული აქტივობების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, შშმ პირებში სპორტის სხვადასხვა სახეობის და პარასპორტული სახეობების პოპულარიზაცია.
აღნიშნულ საკითხს დეპუტატებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს.