25 ივლისი 2025 თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებები წარადგინა. წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა ჯამურად 77 მილიონ 111 ათასი ლარით იზრდება და შეადგენს - 2 მილიარდ 348 მილიონ 609 ათას ლარს.
დღესვე კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსს სერგო ბირკაძეს მოუსმინეს, რომელმაც „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოსა და ა(ა)იპ „საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას" შორის გაფორმებული „უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ" ხელშეკრულებასთან დაკავშირებით რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე წარმოადგინა ინფორმაცია.
სერგო ბირკაძემ ასევე წარმოადგინა ინფორმაცია დავით გურამიშვილის ჩიხში N11ა-ში განთავსებული შენობა-ნაგებობის პირდაპირი განკარგვის წესით „თბილისი ბავშვთა განვითარების ფეხბურთის ასოციაციისთვის" უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობის უფლებით, გადაცემის შეთანხმების თაობაზე" .
როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა დღევანდელ სხდომაზე განხილული საკითხების დამტკიცებით დედაქალაქს შეემატება მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურა და ხელი შეეწყობა ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას.
სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს.
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2025
შალვა სუთიაშვილმა ,,თბილისის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის’’ გამარჯვებულები დაჯილდოვა
ნოემბერი 12,2025