თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურების მისაღებად, 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ ისაუბრა და კომისიის წევრებს თბილისის საკრებულოს 2022 წლის 9 აგვისტოს N13-76 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
დღესვე, დეპუტატებმა დავით გურამიშვილის ჩიხი 11ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1-ის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციისთვის“ პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე იმსჯელეს და საკითხს მხარი დაუჭირეს.