თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე უძღვებოდა.
სხდომაზე „თბილისის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის № 4-7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკითხი განიხილეს, რომელიც მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარმოადგინა.
საბიუჯეტო ცვლილებებზე, რომლებიც სპორტის განვითარების ხელშეწყობას მოხმარდება, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ ისაუბრა.
კომისიის სხდომაზე მერიის სსიპ. ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე მარიამ კვერნაძეს მოუსმინეს, რომლებმაც დიდი დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე ა(ა)იპ „საქართველოს საცხენოსნო ხალხური თამაშობების განვითარების ეროვნული ფედერაციის“-თვის“ მიწის ნაკვეთის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხი წარმოადგინეს, გადაცემულ ტერიტორიაზე ფედერაცია შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებას იღებს.
ასევე განიხილეს ა(ა)იპ ,,საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია“-სთან ხელშეკრულების ცვლილების საკითხი გლდანის საფეხბურთო ცენტრთან დაკავშირებით, რომელიც ფიფას პროგრამა “ფორვარდის” დაფინანსებით აშენდა. აღსანიშნავია, რომ ცენტრში სპორტული ინფრასტრუქტურით ქალთა და მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდებთან ერთად, ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები სრულიად უფასოდ სარგებლობენ.
დღესვე, კომისიის სხდომაზე საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად გივი ჩხარტიშვილი აირჩიეს.