თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე, მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის 2014 წლის ანგარიში მოისმინეს.
ანგარიში დეპუტატებს საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა გააცნეს. მომხსენებლებმა დეტალურად ისაუბრეს 2014 წლის მიმდინარე ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების შესახებ. მათ ასევე განმარტეს ისეთ პროექტებზე გახარჯული თანხების რაოდენობა, როგორიც არის სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების ჩატარება, მწვრთნელთა მხარდაჭერა, სპორტული დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და მშენებლობა, წარმატებული სპორტსმენი ბავშვების წახალისება, პარასპორტის განვითარების ხელშეწყობა და ბ.პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის განვითარება.
გარდა ამისა, საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა კომისიის წევრებს ,,თბილისი 2015’’ - ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებელ სამუშაოებზეც მიაწოდეს ინფორმაცია. კომისიის სხდომას საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ, რომლებმაც თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებს კითხვები დაუსვეს.
საქალაქო სამსახურის წარმომადგებლებმა, თავის მხრივ დეპუტატებს მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია დეტალურად მიაწოდეს.