20 მარტი 2017 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე ხელმძღვანელობდა.
კომისიის წევრებმა სხდომაზე ,,ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის N9-19 დადგენილებაში ცვლილების თაობაზე იმსჯელეს და საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
სხდომაზე დეპუტატებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ზაზა ცინაძემ 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარუდგინა.
დღესვე კომისიის სხდომაზე ამავე კომისიის თანამშრომლის ოთარ აბულაძის პროექტი- „როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“განიხილეს, რომელიც სპორტის სფეროს ადმინისტრირების ინოვაციურ მეთოდოლოგიის დანერგვას ითვალისწინებს.
კომისიის წევრებმა აღნიშნული პროექტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთვის წარდგენას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა რამდენიმე მიმდინარე საკითხის თაობაზეც იმსჯელეს.
კომისიის სხდომას თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2025