24 ოქტომბერი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ხელმძღვანელმა სასახლეში მომავალში განსახორციელებელ გეგმებზე და რეფორმებზე დეტალურად ისაუბრა.
როგორც თინათინ რუხაძემ განაცხადა, იგეგმება მეთოდური ცენტრის გაძლიერება, პედაგოგების გადამზადება, მათი ხელფასების ზრდა და მართვის პროცესში ექსპერიმენტის სახით ევროპული მოდელების დამუშავება და გათვალისწინება.
მისივე ინფორმაციით, სასახლის შენობის გარკვეული ნაწილი რეაბილიტაციას საჭიროებს და ამ ეტაპზე სპორტულ დარბაზებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით მოკვლევითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
სხდომის დასასრულს, თინათინ რუხაძემ კომისიის წევრების შეკითხვებს დეტალურად უპასუხა და მათი მხრიდან დახმარებისა და გვერდში დგომის იმედი გამოთქვა.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2025