28 ივლისი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე უძღვებოდა.
სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროექტების განმხილველი კომისიის მიერ 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს.
ანგარიში მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ზაზა ცინაძემ წარმოადგინა და იმ განხორციელებულ სპორტულ და ახალგაზრდულ პროექტებზე ისაუბრა რომელიც აღნიშნულმა კომისიამ განიხილა.
კომისიის სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2025