02 ივნისი 2016 დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი კომისიის თავმჯდომარემ ქეთევან ჯოხაძემ წარუდგინა.
კომისიის წევრებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე ინფორმაცია აღნიშნული სამსახურის უფროსის მოადგილემ ზაზა ცინაძემ მიაწოდა და განსახორცილებელი ცვლილებების თაობაზე დეტალურად ისაუბრა.
სხდომაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, კომისიის წევრებმა საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს, მომხსენებელს შეკითხვები დაუსვეს და მსჯელობის შედეგად, წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2025