22 დეკემბერი 2014 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სხდომაზე მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურიდან შემოსული წერილი განიხილეს, რომლის თანახმადაც სტუდენტები საახალწლო ღონისძიების მოსაწყობად თანადაფინანსებას ითხოვდნენ.
კომისიის გადაწყვეტილებით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს 2500 ლარის ოდენობით თანხა გამოეყო.
საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიისა და მერიის წარმომადგენელთა თქმით, აუცილებელია წელიწადში ერთხელ მაინც მოხდეს სტუდენტთა წახალისება, რაც ახალგაზრდებს მისცემს სტიმულს და საშუალებას, უფრო ადვილად მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზება.
საკრებულოს წევრები საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ
დეკემბერი 12,2025
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025