17 დეკემბერი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
დეპუტატებმა 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესში შესატანი ცვლილებები განიხილეს და განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების, განაშენიანების რეგულირების გეგმების პროექტებისა და კორექტირებული გეგმების პროექტების შესახებ იმსჯელეს.
დღესვე კომისიების წევრებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში შესატანი ცვლილებები განიხილეს და დეტალურად გაიარეს ყველა ის საკითხი, რომელიც დეპუტატებს თბილისის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა გააცნო.
საკრებულოს წევრებმა მიმდინარე საკითხები, მათ შორის თბილისის მერის დავით ნარმანიას წერილით წარმოდგენილი სამართლებრივი აქტის პროექტები განიხილეს. დეპუტატების გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკითხი მომავალ სხდომაზე გარემოს დაცვის კომისიის შენიშვნებისა და რეკომენდსაციების გათვალისწინებით გავა.
კომისიების გაერთიანებულ სხდომას მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე, ასევე თბილისის მერიისა და სხვადასხვა სსიპ-ების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საკრებულოში თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს წარმომდგენლებთან შეხვედრა გაიმართა
დეკემბერი 10,2025
თბილისში მუნიციპალური ახალგაზრდული საბჭოების ეროვნული ფორუმი გაიმართა
დეკემბერი 09,2025
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025