12 ნოემბერი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრებმა განიხილეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების საკითხს, რომელიც გულისხმობს საკრებულოს 2015 წლის 17 სექტემბერს N 23-97 დადგენილებაში ცვლილების შეტანას.
სხდომას კომისიის წევრებთან ერთად მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საკრებულოში თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს წარმომდგენლებთან შეხვედრა გაიმართა
დეკემბერი 10,2025
თბილისში მუნიციპალური ახალგაზრდული საბჭოების ეროვნული ფორუმი გაიმართა
დეკემბერი 09,2025
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025