თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე უძღვებოდა.
დეპუტატებმა კომისიაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტს, რომელიც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტისა“ და თბილისის მერიის კომპლექსური სპორტული ცენტრის ,,მუხიანის“ ლიკვიდაციაზე თანხმობის მიცემას გულისხმობს.